16 მარტი, 2017

ქართველი ბარიტონი მსოფლიოს გამორჩეულ ვარსკვლავთა შორის

ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში არიან გაბნეულნი. ისინი თავისი ნიჭიერებით სპექტაკლებზე მისულ მსმენელს აღფრთოვანებულს ტოვებენ.

გამონაკლისი არც ბარიტონი გოჩა აბულაძეა. 17 მარტს კალიარიში ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტურანდოტის” პრემიერა გაიმართება, სადაც ქართველი მომღერალი სადბიუტო პინგის პარტიას შეასრულებს.

“მინდა გავახარო ყველა ჩემი გულშემატკივარი და ჩემი ქვეყანა,” – ამბობს ქართველი მომღერალი და შემოქმედებით გუნდთან ერთად პრემიერისთვის ემზადება.

ოპერაში არაერთი მსოფლიოს გამორჩეული ვარსკვლავი მღერის. სპექტაკლის რეჟისორია პიერ ფრანჩესკო მაესტრინი, სადირიჟორო პულტთან ამომავალი ვარსკვლავი მაესტრო ალფეშ ჩაუხანი იდგება, რომლისთვისაც “ტურანდოტი” ასევე სადებიუტო სპექტაკლია.