Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველები ნიუ იორკის ჯაზის სცენას იპყრობენ

21 მარტი, 2017

ქართველები ნიუ იორკის ჯაზის სცენას იპყრობენბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდ წარმატებებს აღწევენ.

გამონაკლისი არც ჯაზის სამშობლო – ამერიკაა, სადაც მუსიკალურ სასწავლებლებში ქართველები სწავლობენ.

ჯაზ-მუსიკოს ბექა გოჩიაშვილს უცხოელი მსმენელი კარგად იცნობს. ამერიკაში სწავლობს ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსი პაპუნა შარიქაძეც, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ანა ბანას” პროექტით როგორც მომღერალი ისე გაიცნო.

ამჟამად მუსიკოსი ბერკლიში სწავლობს. სწორედ პაპუნას პირველი კონცერტი გაიმართება ნიუ იორკის ჯაზის სცენაზე Blue Note-ში.

პაპუნა შარიქაძე:

“ერთი მაგარი ამბავი:
3 აპრილს დაიგეგმა ჩემი პირველი კონცერტი Blue Note-ში, სადაც 4-დან 10 აპრილამდე ასევე ბექას კონცერტები იქნება ყოველ საღამოს!

არა მგონია ნიუ-იორკის ჯაზის სცენას ქართველების ამ დოზით კონცენტრაცია ისტორიაში ახსოვდეს…”