14 მარტი, 2017

ქართულმა ანიმაციამ 2 პრიზი მოიგო

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის და ანიმატორის ანა ჩუბინიძის ანიმაციამ “ჯიბის კაცი” 2 პრიზი მოიგო.

ნამუშევარი, რომელიც საქართველო-საფრანგეთის პირველი ერთობლივი პროექტია, გამარჯვებული კანადაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გახდა.

სასიხარულო ინფორმაცია ანა ჩუბინიძემ თავად გაავრცელა:

“ჯიბის კაცმა” ორი პრიზი მიიღო კანადაში მონრეალის ფესტივალზე!! ბავშვებისგან “სპეციალური ნომინაცია” და პროფესიონალი ჟიურის წევრებისგან როგორც “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი”!

ძალიან ბედნიერი ვარ და ჯგუფის ყველა წევრს დიდ მადლობას ვუხდი!”