24 მარტი, 2017

ქართულ ეკლესიას საფრთხე ემუქრება

დეკონოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრთხე კიდევ ერთ ქართულ ეკლესიას ემუქრება. იგი მოუწოდებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას ყურადღება მიაქციოს ჯავახეთში მდებარე ქართულ ტაძარს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“სოს!!! ესაა ჯავახეთში სოფელ დადეშის ქართული მე-9 საუკუნის დარბაზული ეკლესია (მარცხვნივ) და მასზე მიდგმული მე-19 საუკუნის სომხური ეკლესია (მარჯვნივ), რომელზედაც მიმდინარეობს უკანონი მშენებლობა, რის შედეგადაც დამახინჯდა მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – დაშენებულია შეუსაბამო გუმბათი, სამრეკლო, აწეულია დასავლეთის კედელი! სავარაუდოდ, ამას რომ დაასრულებენ, მერე სომხები ქართულ ეკლესიასაც მისდგებიან და დაამახინჯებენ..”