27 მარტი, 2017

პოეტ შალვა ბაკურაძეს 2 დღეა ეძებენ

– მომაქციეთ ყურადღება, მსურს ვიყო ცოცხალი, – ეს არის უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც პოეტმა შალვა ბაკურაძემ სოციალურ ქსელში დატოვა.

ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები თუ რიგითი მკითხველები თხოვნით მიმართავენ საზოგადოებას მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ ადამიანთან არის დაკავშირებული:

– ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში.

შალვა ბაკურაძე ბოლოს 25 მარტს, შაბათ საღამოს კაზინო “ევროპასთან” – კინო “ამირანთან” ნახეს.

თუ სადმე ნახეთ დაკარგული პოეტი, დარეკეთ ნომერზე 593 32 01 38.