25 მარტი, 2017

ფესტივალი ფანART გაუქმებულია

ახალგაზრდული ფესტივალი ფანART გაუქმებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მისი დამფუძნებელი თეა ყიფშიძე ავრცელებს:

“4 წელი ვქმნიდით ამ ფესტივალის ისტორიას!

4 წლის მანძილზე ვცდილობდით, გვეპოვნა ხელოვნების 10 მიმართულების ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები!

4 წლის მანძილზე 8 დღიან საფესტივალო პროგრამას ვთავაზობდით საზოგადოებას!

4 წლის მანძილზე გვერდში გვედგნენ ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები!

და მე-5 წელს კი ერთი იურისტი კაცი, რომელიც კარგ მენეჯერობაზე დებს თავს და ავტორიტარული წყობის აშკარა მოტრფიალეა, ამ ფესტივალს აუქმებს.

მჯერა, იდეის ავტორთან, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ამ ფესტივალს კიდევ გავმართავთ. მანამდე კი ამ ისტორიის შექმნისთვის დიდი მადლობა ყველას, ვინც 4 წლის მანძილზე გვერდში გვედგა.

მადლობა საზოგადოებას და მედიას, რომლის ყურადღებაც ნამდვილად არ გვაკლდა.

24-31 მარტი ფანART-ის საფესტივალო კვირეულად რჩება!”