ოსური ანსამბლი, რომელიც ახორციელებს ქორეოგრაფიულ კრიმინალს

ახალგაზრდა ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ქორეოგრაფიული კრიმინალია აღბეჭდილი.

ამჯერად ის ფართო საზოგადოებას წარუდგენს ოსურ ანსამბლს, რომელიც ქართულ ცეკვას ოსურად ასაღებს.

დავით ფოცხიშვილი:

“მორიგი ოსური ანსამბლი, რომელიც ახორციელებს ქორეოგრაფიულ კრიმინალს…

ეს არის ჩვენი ოკუპანტი “ოსეთის ანსამბლი”.

ეს ცეკვა თავფეხიანად ქართული ცეკვაა. ეს არის ქორეოგრაფიული კრიმინალი, რომელსაც მიზანმიმართულად ანხორციელებს ოსეთის რესპუბლიკა.”