4 მარტი, 2017

ნუცა მახვილაძის სტიპენდია ოფიციალურად დაწესდა

პარიზში, ამერიკულ უნივერსიტეტში მაია ასათიანის გოგონას ნუცა მახვილაძის სტიპენდია ოფიციალურად დაწესდა.

ინფორმაცია უნივერსიტეტმა თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ სტიპენდია ყოველწლიურად გადაეცემა სტუდენტს საქართველოდან.

ნუცას ხსოვნის უკვდავსაყოფად კი უნივერსიტეტში ნატვრის ხე დაიდგა.