4 მარტი, 2017

ნინი ცნობილაძე უკრიანულ “ვოისში”

ახალგაზრდა მომღერალი ნინი ცნობილაძე მსმენელმა მუსიკალური პროექტით “ახალი ქართული ხმა” გაიცნო.

მოგვიანებით ნინიმ მონაწილეობა მიიღო შოუში “ცეკვავენ ვარსკვლავები” და მუსიკალურ შესაძლებლობებთან ერთად, ცეკვის ნიჭიც გამოავლინა.

23 წლის მომღერალმა გადაწყვიტა უცხოურ პროექტებშიც ეცადა ბედი და უკრაინულ “ვოისში” გავიდა.

პროექტის ახალ სეზონში, როგორც მოსალოდნელი იყო, ნინიმ თავისი ორიგინალური ხმის ტემბრით ოთხივე მწვრთნელის მოხიბვლა შეძლო. ქართველი მომღერალი უკრაინელებმა ემი უაინჰაუსს შეადარეს.