Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოდის ოსკარი დემნა გვასალიას

მოდის ოსკარი დემნა გვასალიასბალენსიაგას ქართველმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდის ინდუსტრია აალაპარაკა და მისი კოლექციებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

დემნა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც მოდის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეულად შევა.

CFDA -მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წელს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა დემნას. CFDA-ზე მაღალი დონის ჯილდო მოდის ინდუსტრიაში ჯერ არ დაუწესებიათ.

ამ ჯილდოს ძირითადად სამოდელო ბიზნესის ლეგენდები იღებენ. დემნა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში იქნება პირველი დიზაინერი საქართველოდან, რომელსაც მოდის ოსკარს გადასცემენ.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ივნისში ნიუ-იორკში გაიმართება.