Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მიხარია, რომ გადავრჩი”

"მიხარია, რომ გადავრჩი"20 წლის მოდელი დიანა ოვანოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გუშინ მოხდა. გოგონა ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ მოსაცდელს დაეჯახა, შემდეგ კი – პრესის ჯიხურებს.

დიანა ოვანოვა:

“მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ… რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა მომკვდარიყავი და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო.”