“მანდარინების” მსახიობი გარდაიცვალა

“ოქროს გლობუსსა” და “ოსკარზე” წარდგენილი ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინები” მსახიობი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გაავრცელა:

“ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა “მანდარინების” მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი.”

30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი “მანდარინები” ქართულ-ესტონური ფილმია. მასში ქართველ მსახიობებთან ერთად ესტონელი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. ფილმში აფხაზეთში მცხოვრები მთავარი ესტონელის – ივოს როლს სწორედ ლემბიტ ულფსაკი ასრულებდა.