31 მარტი, 2017

მამუკა ჩარკვიანს ოცნება აუხდა

მომღერალმა და კომპოზიტორს მამუკა ჩარკვიანს ოცნება აუხდა. 60 წლის ხელოვანს დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაუმართეს. საღამოში ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა და მამუკა ჩარკვიანის სიმღერები ახლებურად შეასრულეს.

– ამხელაზე არ ველოდი ხალხის რეაქციებს, ეტყობა მართლა ვუყვარვარ ამ ხალხს, ან რაღაცაშია საქმე. ადგნენ ფეხზე შენი სახელის გამოცხადებაზე და 5-5 წუთი უკრავდნენ ტაშს, ეს საოცრება და დიდი ბედნიერებაა, – განაცხადა მამუკა ჩარკვიანმა.

თუმცა მთავარი ბედნიერება და სიხარული მას წინ ელოდა. კონცერტის დასასრულს მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა – ავსტრიაში მოგზაურობაზე მეოცნებე მამუკა ჩარკვიანს ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ აჩუქა 2 ბილეთი თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით.