26 მარტი, 2017

“ლუარსაბ თათქარიძის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოცხადებაც არ დაგავიწყდეთ”

– მთავრობა, რომელიც წარმატებით ანგრევს მრავალსაუკუნოვან კულტურულ ძეგლებს ქალაქსა თუ სოფლებში, იერსახეს უცვლის თბილისის უძველეს უბნებს, საეჭვო ინვესტორების ინტერესებისათვის უხსნის სტატუსს ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებს სვანეთში და დარიალის ხეობაში, ქართული კულტურის დამცველად გვევლინება! – აცხადებს ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია:

“საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება რომ ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურის ძეგლად აცხადებს, ეს უბრალოდ დიაგნოზია. მოიგეს გოპნიკების და “სუფრის აკადემიაში განათლებული” ბრბოს გული. აი, მათი, მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებს რომ ვერ ჩამოგითვლიან ზეპირად და ვისი ასე ჭარბად არსებობისათვის ყველაფერს აკეთებს უკვე მერამდენე მთავრობა… იხილეთ “ანდერკლასის” განმარტება…

მთავრობა, რომელიც წარმატებით ანგრევს მრავალსაუკუნოვან კულტურულ ძეგლებს ქალაქსა თუ სოფლებში, იერსახეს უცვლის თბილისის უძველეს უბნებს, საეჭვო ინვესტორების ინტერესებისათვის უხსნის სტატუსს ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებს სვანეთში და დარიალის ხეობაში, ქართული კულტურის დამცველად გვევლინება!

გამოდის, ქართული კულტურა – ქართული სუფრაა თურმე. ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოცხადებაც არ დაგავიწყდეთ!”