9 მარტი, 2017

კიდევ ერთი ჯილდო ვაჟა აზარაშვილს

მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ხალხის სიყვარული და ჯილდოები არ აკლია, მას კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა.

არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორმა ჯილდო ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – ხელოვნების ქურუმი პირადად მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა.

ვაჟა აზარაშვილს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, სახელმწიფო პრემია. 80 წლის კომპოზიტორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კალავერი, თბილისის საპატიო მოქალაქეა.