28 მარტი, 2017

“კატეგორიულად ვაცხადებ, არავითარ კოლექტიურ წერილზე ხელი არ მომიწერია”

პოეტი რეზო ამაშუკელი იმ კოლექტიური წერილის თემას ეხმაურება, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები – მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, მწერლები, პოეტები, მხატვრები აწერენ ხელს.

წერილში მათ მიერ მოთხოვნილია დიდუბის ეკლესიის ტერიტორია პანთეონს გადაეცეს, რათა პანთეონი გაფავრთოვდეს და იქ სახელოვანი მოღვაწეების დაკრძალვა გახდეს შესაძლებელი.
რეზო ამაშუკელი:

“მე, რეზო ამაშუკელი, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ დიდუბის ეკლესიის ტერიტორიის პანთეონისთვის გადაცემასთან დაკავშირებით არავითარ კოლექტიურ წერილზე ხელი არ მომიწერია.

ვიმეორებ, იმ განცხადებას რამდენიმე ისეთი ადამიანი აწერს ხელს, რომელთა გვერდითაც არათუ განცხადებას მოვაწერ ხელს, არამედ მათთან ახლოსაც არ გავივლი.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ – ეკლესია ხელშეუხებელია და ყველამ თავის თავს მიხედოს!”