30 მარტი, 2017

ირაკლი ფირცხალავა და მამა სერაფიმე ილია მეორის იდეას ახორციელებენ

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა სტიქაროსანი გახდა. ის სტიქარში მამა სერაფიმემ შემოსა. ცხოვრების ახალ გზაზე მომღერალმა სასულიერო პირთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის იდეის განხორციელება დაიწყო.

მამა სერაფიმემ მუსიკა დაწერა და მასში ქართული, არამეული, ბერძნული და რუსული ტექსტია გაერთიანებული. ახალი მუსიკალური პროექტი უკვე სტუდიაში იწერება.

ირაკლი ფირცხალავასა და მამა სერაფიმეს დუეტი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. ლოგიკურია, რომ მათი ერთობლივი ნაშრომის პირველი შემფასებელიც სწორედ ილია მეორე იქნება.