10 მარტი, 2017

ილია მეორის თხოვნა მამა სერაფიმეს და ირაკლი ფირცხალავას

მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში მამა სერაფიმე მოღვაწეობს, რომელიც ღვთისმსახურებას არამეულად – ქრისტეს ენაზე აღავლენს.

რამდენიმე დღის წინ მამა სერაფიმემ სტიქარში შემოსა ცნობილი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა. ისინი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.

მამა სერაფიმე:

“ვიყავით უწმინდესთან. ამ რთულ დროს. მაინც სიყვარულით და სიმშვიდით სავსე დაგვიძახა მე და ირაკლი ფირცხალავა და გვითხრა, რომ აქვს ისეთი აზრი – რამე ლამაზი სიმღერა შეგვექმნა ერთობლივად, ოღონდ ფსალმუნის ტექსტზე და რამდენიმე ენაზე.

მაგრამ სასწაული იმაში მდებარეობს, რომ ჩვენ გვინდოდა უწმინდესისთვის გვეკითხა ზუსტად ამ თემაზე და მან ეს განჭვრიტა. მიყვარხართ ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო.”