დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი. კონცერტები მისი დირიჟორობით მსმენელში განუსაზღვრელ ემოციებს იწვევს.
მაესტროს გამართული აქვს 200-მდე კონცერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად.
გოგი ჭიჭინაძეს ხშირად იწვევენ უცხოეთში.
ამჯერად ის პოლონეთში მიიწვიეს, სადაც “F. Chopin Baltic Philharmonic Orchestra”-ს სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.