9 მარტი, 2017

განო მელითაური სიკვდილს გადაურჩა

მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი განო მელითაური სიკვდილს გადაურჩა. სამი შვილის დედა სრულიად შემთხვევით მივიდა ექიმთან და მიზეზი იმაზე საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ელოდა. განო ამჟამადაც კლინიკაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

განო მელითაური:

“გამოჟონილი ბრმანაწლავი და გასკდომის პირას მყოფი კისტა ერთდროულად, ოღონდ კუჭის ტკივილით მივედი…

6 მარტის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს, რეალურად დღეს მოვედი გონს ოპერაციის შემდეგ და ყველამ მსურს გაიგოს კლინიკა “ღია გულის” და შეუდარებელი ქირურგის ნოდარ ხმალაძის შესახებ!

მადლობა, რომ გადამარჩინე! ნოდარ ხმალაძე ჩვეულებრივი ვირტუოზი ხარ! შენნაირი უნდა იყოს ქირურგი!!!!”