Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გახსოვთ ქვიშაზე მხატვარი ნონა გიუნაშვილი?

გახსოვთ ქვიშაზე მხატვარი ნონა გიუნაშვილი?სახალხო პროექტის “ნიჭიერი” ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული ხელოვანი – ნონა გიუნაშვილი გორიდან დახმარებას ითხოვს.

მსახიობი და მომღერალი ლევან სუხიტაშვილი ნონასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“გახსოვთ ქვიშაზე მხატვარი ნონა გიუნაშვილი? რომელმაც გაიმარჯვა ნიჭიერში ქვიშით ხატვაში…

მას ჩვენი დახმარება სჭირდება. გარდა აქცია კონცერტისა, რომელიც ჩატარდება გორში და მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, როგორც წამყვანი, შეგვიძლია დავეხმაროთ ასევე მცირედი თანხის ჩარიცხვითაც, ანგარიშის ნომერზე GE42BG0000000850779100. გმადლობთ.”

,,ქვიშით დავხატავ სიკეთეს” – ასეთია აქცია-კონცერტის სახელწოდება, რომელიც 17 მარტს ნონა გიუნაშვილის დასახმარებლად გაიმართება. ხელოვანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.