Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს”

"ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს"მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თავისი განუმეორებელი ხმით ატყვევებს თავის მსმენელს.
მისი თავდაუზოგავი შრომის და მონდომების შედეგია ის, რომ ქართველი საოპერო მომღერალი არაერთხელ იყო წარდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო დაჯილდოებებზე და ნომინაციებში მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანებთან ერთად მოხვდა.

ოპერა ავარდსის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი კიდევ ერთ საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალზეა წარდგენილი.:

“ძალიან ბედნიერი ვარ! ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს ოპერა ავარდსის ნომინაციის მერე.

გამიხარდება თუ გავიმარჯვებ, თუმცა ნომინანტებში მოხვედრაც დიდი გამარჯვებაა! წელს ხმის მიცემა საჭირო აღარ არის, კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს ვინ იქნება გამარჯვებული! წარმატებები ყველა ნომინანტს!”

"ეს უკვე მეორე ნომინაციაა წელს"