Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელენე ახვლედიანის მონაგარს ბინიდან ასახლებენ

ელენე ახვლედიანის მონაგარს ბინიდან ასახლებენცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის მონაგარს ბინიდან ასახლებენ:

“სოს! იკა ახვლედიანს სამი მცირეწლოვანი ბავშვით სახლიდან ასახლებს მევახშეების ცნობილი “ბომონდი”, თავის დროზე 2 თვის პროცენტის გამო ბინა გადაიფორმეს, კაპიკებში ხელში ჩაიგდეს.

ამ ამბავს მისი მეუღლის დედაც შეეწირა. საქმის მწარმოებელი, მფარველი და ადვოკატი თვით ქალაქის მერი ნარმანიას ძმა გახლავთ, ძნელია მისთან ბრძოლა და სამართლიანობაზე საუბარი. დღეს აღმასრულებლები იყვნენ მისული და ერთი კვირა მისცეს ბინის დასაცლელად.

ასე რომ, ერთ კვირაში კიდევ ერთი შემოსავლის არ მქონე ოჯახი დარჩება უსახლკაროდ წილხვედრში. ნარმანიების კლანი კარგად იყოს და ელენე ახვლედიანის მონაგარს რად უნდა თბილისში სახლი ბლიად !? “ძირს” ხალხი! “დიდება” მევახშეებს და თქვენი დედაც!!!”

ინფორმაციას იკა ახვლედიანის მეგობრები ავრცელებენ. იკა თავადაც ხელოვანია, ის ხელოვნებას ემსახურება და სრულიად უნიკალურ დეკორაციებს ქმნის.