Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდა

ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდამომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წავიდა.

ხელოვანი, რომელსაც უნიკალური ხმა და განუმეორებელი შესრულების მანერა აქვს, საკუთარი პროფესიით მუშაობას ვერ ახერხებდა. ეკა ხშირად ამბობდა, რომ ის დაბლოკილია და შავ სიაშია შეყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს თავის სამშობლოში უამრავი ერთგული მსმენელი ჰყავს და მის ნიჭსა და განუმეორებლობას ყველა ერთხმად აღიარებს, ამიერიდან ეკა უცხოეთში გააგრძელებს ცხოვრებას და მოღვაწეობას.

“არტ ინფოს” ინფორმაციით ეკა კვალიაშვილი საბერძნეთში წავიდა.

სულ მალე კი მომღერალს თავისი შვილიც შეუერთდება – ნუკა კვალიაშვილი საქართველოს ოჯახთან ერთად უახლოეს პერიოდში დატოვებს.