Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დიმიტრი ჯაიანმა 11 თანამშრომელი გაგვიშვა სამსახურიდან”

"დიმიტრი ჯაიანმა 11 თანამშრომელი გაგვიშვა სამსახურიდან"ამ განცხადებას აფხაზეთის კაპელის აწ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი მუჯირი აკეთებს:

“გუშინ აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა 11 თანამშრომელი გაგვიშვა სამსახურიდან.

მიზეზი სხვა სამსახურში მუშაობაა! ზოგიერთი 12 წელია ასეთი გრაფიკით მუშაობს დღემდე.

მაგრამ რეალური მიზეზი ისაა, რომ კაპელას, რომელმაც არაერთ ქვეყანაში არაერთხელ ასახელა ქვეყანა და აფხაზეთი, სოხუმი, ასეთ კაპელას 400 ლარზე ემათხოვრება აფხაზეთის სამინისტრო.

11 ადამიანი ისე გაგვაგდეს, არც კი გვითხრეს არაფერი…

კიდევ რამდენის დაწერა მინდა, მაგრამ…”