17 მარტი, 2017

“ჩემს კოლეგებს მივმართავ”

– ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა დამსახურება გაქვთ აღარ კითხულობთ? – ეკითხება მსახიობი ქეთევან კიკნაძე თავის კოლეგებს.

ქეთევან კიკნაძე:

“მე ჩემს კოლეგებს მივმართავ – იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში ტრანსფარანტებით გადის ბიძინას საწინააღმდეგოდ და ბიძინას დახმარებას იღებს!

ნამუსი სულ არ გაწუხებთ? ან ღამე როგორ გძინავთ, ან ხალხის თვალში რა დამსახურება გაქვთ აღარ კითხულობთ?

მე ვერ წარმომიდგენია ამ ადამიანის საწინააღმდეგო რა გაქვთ, რა წაგართვათ თუ არ მოგცათ. ეს ხომ ყველამ იცის? ბუჩქებიდან გამოდით და ღირსეულად იცხოვრეთ. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, მე არ მოგიწოდებთ რომელიმე პოზიციაზე დადგეთ, მე მხოლოდ მოგიწოდებთ იყოთ მართალი თქვენს თავთან და ღმერთთან.

მე ამ კაცის დიდსულოვნება მაკვირვებს, როგორ იტანს ამდენ ნაძირალობას (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე), მაგრამ ამ კაცისთვის უპირველესი სამშობლოა.”