8 მარტი, 2017

ანა ყიფიანმა საერთაშორისო კონკურსზე ერთდროულად 6 პრიზი მოიგო

საფრანგეთში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ანა ყიფიანი სრული ტრიუმფატორი გახდა და ერთდროულად 6 პრიზი მოიგო.

რიგით მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალში სამი ქვეყნის – საქართველოს, რუმიენთის და ჩინეთის კონკურსანტები გადავიდნენ.

საფრანგეთში გამართულ ფესტივალში 16-დან 25 წლამდე პიანისტები მონაწილეობდნენ. ეს კონკურსი მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრამპლინი დამწყები მუსიკოსებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

ანა ყიფიანი არაერთი კონკურსისა თუ ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. ის ამჟამად მოსკოვის კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძესთან სწავლობს.