13 მარტი, 2017

ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი ლიდერია

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს “კალეიდოსკოპის” შემდეგ, ახალი ალბომი წარუდგინა.

რიგით მეორე ალბომში ხატია რახმანინოვის მეორე და მესამე საფორტეპიანო კონცერტებს ასრულებს ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად პაავო ჯარვის დირიჟორობით.

“სიხარულით მინდა გაცნობოთ, ჩემი ახალი ალბომის შესახებ, რომელშიც რახმანინოვის მეორე და მესამე საფორტეპიანო კონცერტებია შესული.

ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან და მაესტრო პაავო ჯარვისთან ერთად ალბომზე მუშაობის პროცესში თითოეული წუთი და წამი ჩემთვის იყო უმნიშვნელოვანესი და სიხარულით აღსავსე. რახმანინოვის სამყაროში მოგზაურობა ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური აღმოჩნდა.

ამ წუთიდან ამ განცდებს ვტოვებ წარსულში, როგორც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უძლიერეს მომენტს და ვუშვებ თქვენსკენ ჩემს განცდებსა და ჩემს ემოციებს.” სიყვარულით, ხატია ბუნიათიშვილი.”

პიანისტის ახალი ალბომის პრეზენტაცია ორი დღის წინ შედგა და ის უკვე ლიდერია აითუნსის კლასიკური მუსიკის ჩამონათვალში.