21 მარტი, 2017

ქართველები ნიუ იორკის ჯაზის სცენას იპყრობენ

ბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდ წარმატებებს აღწევენ.

გამონაკლისი არც ჯაზის სამშობლო – ამერიკაა, სადაც მუსიკალურ სასწავლებლებში ქართველები სწავლობენ.

ჯაზ-მუსიკოს ბექა გოჩიაშვილს უცხოელი მსმენელი კარგად იცნობს. ამერიკაში სწავლობს ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსი პაპუნა შარიქაძეც, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ანა ბანას” პროექტით როგორც მომღერალი ისე გაიცნო.

ამჟამად მუსიკოსი ბერკლიში სწავლობს. სწორედ პაპუნას პირველი კონცერტი გაიმართება ნიუ იორკის ჯაზის სცენაზე Blue Note-ში.

პაპუნა შარიქაძე:

“ერთი მაგარი ამბავი:
3 აპრილს დაიგეგმა ჩემი პირველი კონცერტი Blue Note-ში, სადაც 4-დან 10 აპრილამდე ასევე ბექას კონცერტები იქნება ყოველ საღამოს!

არა მგონია ნიუ-იორკის ჯაზის სცენას ქართველების ამ დოზით კონცენტრაცია ისტორიაში ახსოვდეს…”