25 მარტი, 2017

უნიკალური მასალები პავლე ინგოროყვას არქივში

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი პავლე ინგოროყვა თავის არქივში არაერთ უნიკალურ მასალას ინახავდა.

კინორეჟისორი გიო მგელაძე, რომელიც პავლე ინგოროყვას შვილიშვილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით ისტორიულ დოკუმენტს აქვეყნებს.

გიო მგელაძე:

“საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი გავიდა. არსებობს ვერსია, რომ 1917 წელს კირიონ II-ემ მოიწვია წმიდა სინოდის კრება. გაეგზავნა წერილი მსოფლიო პატრიარქს, რომ ავტოკეფალიის აღდგენაში მხარი დაეჭირა…

კირიონ II მოკლეს… აღმოჩნდა, რომ ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა იყო ამ კრების მდივანი. ბაბუას არქივში ვიპოვეთ ამ წერილის დედანი და ბაბუას ჩანაწერებთან ერთად (რეზუმე, ვინ რა თქვა სინოდზე) ვაჩუქეთ პატრიარქს. აი ეს წერილიც.”