23 მარტი, 2017

“უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ”

“არტ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენიალური ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალს იკა ახვლედიანს ბინიდან ასახლებენ.

ხელოვანი სამი მცირეწლოვანი შვილით, მოხუცი დედით და მეუღლით ქუჩაში რჩება.
რამოდენიმე წლის წინ, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბინა იპოთეკით იქნა დატვირთული. ოჯახი რეგულარულად იხდიდა საკმაოდ მაღალ პროცენტს 3 წლის განმავლობაში და მხოლოდ 2 თვის გადაუხდელობის გამო, მევახშემ აღმასრულებელი სამსახურის დახმარებით ბინა კაპიკებში გადაიფორმა.

მხატვარი და ხელოვანი იკა – ერეკლე ახვლედიანი მეუღლესთან, მოხუც დედასა და სამ მცირეწლოვან – 7, 4 და 1 წლის შვილებთან ერთად ქუჩაში რჩება! ოჯახს საშუალება არ აქვს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, შეინარჩუნოს თავისი ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ავარიული ბინა და არ მოუწიოს ღამის ქუჩაში გათენება.

იკას მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:

“ვისაც გული შესტკივა ამ უსამარლობაზე, უმორჩილესად გთხოვთ – იქნებ დაგვეხმაროთ, რომ ვადაში გაიწელოს ეს პროცესი და ადვოკატის დასაქირავებელი და საბუთების შესაგროვებელი თანხა; 2000 აშშ დოლარი მაინც შეგროვდეს! თითოეული ჩვენთაგანის გულისხმიერებამ და გადარიცხულმა თუნდაც ლარმა, შეიძლება ერთი კარგი, კეთილი და ნიჭიერი ოჯახი დაღუპვისგან იხსნას.”

თიბისი ბანკი (TBC Bank) ანგარიშის ნომერი:

GE53TB7011545061100033

ქეთევან არველაძე