15 მარტი, 2017

”სოფო ნიჟარაძეს სჭირდება ჩვენი დახმარება”

მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. საბედნიეროდ, ქართველებმა ერთმანეთის გვერდში დგომა კარგად ვიცით.

სოფოს დახმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გვერდმა ”ჩვენ გვიყვარს სოფო ნიჟარაძე” გაავრცელა:

”ჩემო მეგობრებო საქართველოში ნომერ პირველ მომღერალს სოფო ნიჟარაძეს სჭირდება ჩვენი დახმარება. ისე როგორც ზაზა ფაჩულიას ვეხმარებოდით! ხმა შეგიძლიათ მისცეთ როგორც:Facebook-ზე ასევე Instagram-სა და Twitter-ზე! ასე რომ, გავაქტიურდეთ და დავუჭიროთ მხარი.”

მომღერალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოვებაზეა წარდგენილი.

daf BAMA MUSIC AWARDS 2017 – ასე ეწოდება დაჯილდოვებას, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურების შერწყმას ემსახურება.

ინფორმაცია სოფო ნიჟარაძემაც გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

“ესეც ჩვენი ნომინაცია. ხმის მისაცემად დაპოსტეთ #DafBama2017_SofiaNizharadze

ითვლება ყველანაირი პოსტი, კომენტარი ინსტაგრამზე, ფეისბუქზე ან ტვიტერზე.”