11 მარტი, 2017

პირველად მსოფლიოში – ცოცხალი შესრულება და პანტომიმის სინთეზი

რომა რცხილაძის შემოქმედებაში სიმღერა “ნატვრის ხე” გამორჩეულია. ის წლებია მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

სიმღერა რეჟისორ დავით შალიკაშვილის მუზად იქცა და მან პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად სიმღერაზე სპექტაკლის დადგმა დაიწყო.

რეპეტიციები უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასი პრემიერისთვის ემზადება. პირველ აპრილს თბილისის ივენთ ჰოლში მისულ მსმენელს საშუალება ექნება რომა რცხილაძის ცოცხალი შესრულებით, ნინო ლორთქიფანიძის ქორეოგრაფიით და დავით სანიკიძის მუსიკით იხილოს სპექტაკლი.

პირველად მსოფლიოში ცოცხალი შერულება და პანტომიმის სინთეზი. მოქმედება ხდება ასტრალში მესამე განზომილებაში – ოცნებების ასრულება ფანტასტიკური ცხოვრება, საოცრება. მთელი შინაარსის აღქმას იძლევა თვითნ სპექტაკლის სახელწოდება – ნატვრის ხე.