31 მარტი, 2017

“ნახეთ როგორი აქტუალურია ქართული ცეკვა”

დავით ფოცხიშვილი ის ერთადერთი ქორეოგრაფია, რომელიც ქართული ცეკვის დასაცავად საჯაროდ აკეთებს განცხადებებს და მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ ქართული საგანძურის მითვისება.

ამჯერად ქორეოგრაფი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთმა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლს “შარატინი” შესთავაზა საქართველოს სახელით საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რაზეც ანსამბლის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა:

“ნახეთ როგორი აქტუალურია ქართული ცეკვა, მეზობელი “თურქეთი” თვითმარქვია “აფხაზეთის” სახელმწიფო ანსამბლ “შარატინს” სთავაზობს საქართველოს სახელით გამოვიდეს საერთაშორისო ფესტივალზე…

ვერ გავიგე, თურქეთის მხარე რატომ მანცდამაინც აფხაზებს სთავაზობს? გატენილია ქართული ანსამბლებით თურქეთი…

არ შეეძლო ჩვენს ანსამბლებს დაკავშირებოდა? ვერ გავიგე მათი ეს განზრახვა კეთილშობილურია ჩვენს მიმართ, თუ რაღაც თავი მარხია??? ანუ მადლობა უნდა გადავუხადოთ თურქებს რომ “აფხაზეთს” განიხილავს საქართველოს ფარგლებში???

ეს აფხაზი გარუსებულებიც რა ამბიციებით არიან – არ მივიღებთ მონაწილეობას ქართული ანსამბლის სახელითო…

ცუდი ძვრები არ არის მემგონი…”