20 მარტი, 2017

ირინა ონაშვილი დედა გახდა

მოდელი და “მის საქართველო 2003” ირინა ონაშვილი დედა გახდა.

მისი პატარა “პინეო ლაქშერში” დაიბადა, რომელიც პირველი რევოლუციური სამშობიაროა საქართველოში.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ირინა ონაშვილი ლადო ვარძელაშვილზე 7 წლის წინ დაქორწინდა. მათთვის ეს მეორე შვილია. წყვილს ორივე ბიჭი ჰყავს.

ირინა ონაშვილიც და ლადო ვარძელაშვილიც უამრავ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს იღებენ.