2 მარტი, 2017

ზალიკო სულაკაური მამა გახდა

მხატვარი და კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური მამა გახდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ხელოვანი, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად უყვართ, მთელი დღის განმავლობაში მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს იღებს.

ახალბედა მშობლებმა თავის პატარა გოგონას თებროლე დაარქვეს.

ინფორმაცია ზალიკო სულაკაურის ცენტრმა გაავრცელა:

“ზალიკო სულაკაური მამა გახდა! მთელი ცენტრის სახელით ვულოცავთ მას ამ დიდ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ თავის ოჯახთან ერთად! თებროლე სულაკაურს ველოდებით ზუსტად ერთი წლის შემდეგ ზალიკოს ცენტრში პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად.”