5 მარტი, 2017

ბინა 18 დაიხურა

ტელეკომპანია GDS-ზე კიდევ ერთი გადაცემა დაიხურა.

ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პროექტი შეჩერებულია.

ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის მუსიკალურმა თანაწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმა გაავრცელა:

“ძალიან დიდი მადლობა GDS-ს, რომ ვიყავი უმაგრესი გუნდის წევრი, გავიცანი საოცარი ადამიანები და მივიღე კარგი გამოცდილება!

ძალიან მიყვარხართ!”