7 მარტი, 2017

“ასე უსინდისოდ მოიპარა ჩვენმა მტერმა ქართველებისგან…”

დავით ფოცხიშვილი ქართული ცეკვის მოპარვის ფაქტების გამოვლენას განაგრძობს.

ამჯერად ქორეოგრაფი მოსკოვის ცეკვის კომპანია “ალანის” და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ მურაშევის მიერ ქართული ცეკვების მითვისებაზე საუბრობს:

“ეს არის სუფთა წყლის ქართული ცეკვა… ასე უსინდისოდ მოიპარა ჩვენმა მტერმა ქართველებისგან…

რამოდენიმე მელოდია ლელა თათარაიძის არის… ავტორიანი მელოდიები აქვთ გამოყენებული ოსსებს და ამტკიცებენ ჩვენიაო.

ეს კონცერტი ტარდება მოსკოვში “ჩაიკოვსკის დარბაზში”. მოდით ახლა და დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ მთიულური ცეკვები ოსებს არ ეკუთვნით…

აფიშაზე ასე წერია: მოსკოვის ცეკვის კომპანია “ალანი”, სამხატვრო ხელმძღვანელი: თემურ მურაშევი.”