Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ხვდებით რა უკიდეგანო მარაზმია?”

"ხვდებით რა უკიდეგანო მარაზმია?"ყველა ქართველი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საქართველოში კულტურა პრიორიტეტი უნდა იყოს. მტკიცების მიუხედავად, წლიდან წლამდე სახელოვნებო სფეროში ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება – თეატრებს სადადგმო ხარჯებს აჭრიან, წლიურ ბიუჯეტს უმცირებენ, ორკესტრებს დაფინანსებას აკლებენ…

პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსების თემას ეხმაურება:

“ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილმა დათვალა აეროსმიტის მაგალითზე: ბლექ სი არენაზე არის დაახლოებით 10.000 ადგილი, ბილეთის ფასი – 50-დან 200 ლარამდე, საშუალოდ ავიღოთ 100 ლარი.

კონცერტისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან ხარჯავს 5.5 მილიონ ლარს, ანუ, ერთ ადგილზე 550 ლარს…

ანუ, ანუ, ერთ საკონცერტო ადგილს მთავრობა ასუბრისიდირებს დაახლოებით 450 ლარით.

ანუ, ანუ, ანუ – იმისათვის რომ ერთი ადამიანი დაესწროს აეროსმიტის კონცერტს, ის იხდის (საშუალოდ) 100 ლარს და მთავრობა უმატებს 450 ლარს (4.5-ჯერ მეტს).

საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი შესძლებს ბილეთში საშუალოდ 100 ან თუნდაც 50 ლარის გადახდას (პლიუს ურეკში წასვლა-წამოსვლა)?

ანუ, ანუ, ანუ, ანუ – ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობა იხდის გადასახადებს ბიუჯეტში – შემდეგ ამ ფულს იღებს მთავრობა და უფინანსებს აეროსმიტის კონცერტზე დასწრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბილეთში 50 ან 100 ლარის გადახდის შესაძლებლობა მაინც აქვთ.

ხვდებით რა უკიდეგანო მარაზმია?

ახლა დაამატეთ ამას ჯემ ფესტისთვის მიცემული 2 მილიონი + ჯაზ ფესტივალი + ხეზ რეები
და მიიღებთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს.

ამას დაუმატეთ ზიანი, რომელიც ადგება ამ სფეროში მომუშავე იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს ბიუჯეტიდან მსგავსი მხარდაჭერა, რომელიც ახლა დგება ფეხზე და მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არაკონკურენტულ გარემოში და ”გაფუჭებულ” ბაზარზე უწევს თავის გადარჩენა…

და იქნებ მიხვდეთ, რა მასშტაბის იდიოტობაა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პროგრამების დაფინანსება ან, ზოგადად, კულტურის სამინისტროს არსებობა.”