Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველამ ერთად ვიაქტიუროთ, თორემ ვიღუპებით!”

"ყველამ ერთად ვიაქტიუროთ, თორემ ვიღუპებით!"ისტორიკოსი და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია საზოგადოებას სთხოვს გააქტიურდეს და ერთად დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გიორგი კალანდია:

“საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ ყველა ჩვენთაგანი, განსაკუთრებით თბილისში კარცეროგენურ, ანუ კიბოს აღმძვრელ ჰაერს სუნთქავს! ამ აქლემმა ყველა ჩვენთაგანის წინაშე შეიძლება დაიჩოქოს.

რაღაც ქმედითი მოძრაობა უნდა დავიწყოთ, არ ვიცი წერილი – პეტიცია, რომ სათანადო ორგანოები ქმედითი ღონისძიებების მიღებისკენ ვაიძულოთ. მსახიობებს, კულტურის მოღვაწეებს მე შევხვდები და ერთობლივ ტექსტს მოვამზადებთ. იქნებ ყველამ ერთად ვიაქტიუროთ, თორემ ვიღუპებით!”