Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ყველაზე გამორჩეული ჯილდო ნინო ანანიაშვილს

ყველაზე გამორჩეული ჯილდო ნინო ანანიაშვილსქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 35 წელი სცენაზე დგას. მისი ცეკვით მოხიბლულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი. ამის დასტურია, ის რომ მოცეკვავე არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელია.

ნინო ანანიაშვილი ქართულ საბალეტო დასს 2004 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში მან დასთან ერთად მაყურებელს შესთავაზა ათეულობით პრემიერა, განახორციელა ათეულობით გასტროლი სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა ქართული საბალეტო დასი.

პრიმა ბალერინას შემოქმედება არა მარტო ქართული კულტურის, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. მისი პროგრამა მაქსიმუმი ამოუწურავია, ნინო ანანიაშვილს სურს ყოველი წარმოდგენა სულ უფრო და უფრო უკეთესი იყოს.

ნინო ანანიაშვილი ერთადერთი ბალერინაა მთელ მსოფლიოში, ვისაც 4 უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო ჯილდო აქვს მიღებული. თუმცა მოცეკვავე ყოველითვის აღნიშნავს, რომ მაყურებლის სიყვარული განსაკუთრებული ჯილდოა.

პრიმა ბალერინას ჯილდოებს კიდევ ერთი ჯილდო შეემატა – კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ნინო ანანიაშვილს ქართულ საბალეტო ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადასცა.

ნინო ანანიაშვილი:

“ყველაფერი ჩემთვის დიდი სირუპრიზი იყო, კულტურის მინისტრი რომ დავინახე კულისებში, ვიფიქრე სამსახურიდან მათავისუფლებდა, ისე ცუდად ვიცეკვე. ნამდვილად არ ვაპირებდი საიუბილეო საღამოს მოწყობას.”