Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქველმოქმედება კომპოზიტორის გადასარჩენად

ქველმოქმედება კომპოზიტორის გადასარჩენადკომპოზიტორ მაიკო ელოშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩვენი თანადგომა ესაჭიროება.

17 მარტს, 17-დან 20 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც იქნება პოეზია, მუსიკა, გაიყიდება შემოწირული წიგნები და ნახატები.

კომპოზიტორი 3 წელია სიცოცხლისთვის იბრძვის და ცდილობს ძუძუს კიბო დაამარცხოს. მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა, სამწუხაროდ, რეციდივი განმეორდა, ამჯერად ფილტვებზე.

მაიკოს სასწრაფოდ ესაჭშიროება მკურნალობა თურქეთში. მისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად მეგობრები საქველმოქმედო საღამოს აწყობენ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE35TB7000000365164288 მიმღები მაიკო ელოშვილი