Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართულმა ანიმაციამ 2 პრიზი მოიგო

ქართულმა ანიმაციამ 2 პრიზი მოიგოახალგაზრდა ქართველი რეჟისორის და ანიმატორის ანა ჩუბინიძის ანიმაციამ “ჯიბის კაცი” 2 პრიზი მოიგო.

ნამუშევარი, რომელიც საქართველო-საფრანგეთის პირველი ერთობლივი პროექტია, გამარჯვებული კანადაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გახდა.

სასიხარულო ინფორმაცია ანა ჩუბინიძემ თავად გაავრცელა:

“ჯიბის კაცმა” ორი პრიზი მიიღო კანადაში მონრეალის ფესტივალზე!! ბავშვებისგან “სპეციალური ნომინაცია” და პროფესიონალი ჟიურის წევრებისგან როგორც “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი”!

ძალიან ბედნიერი ვარ და ჯგუფის ყველა წევრს დიდ მადლობას ვუხდი!”