Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!”

"სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!"სცენარისტ აკა სინჯიკაშვილს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის თანამოაზრეებთან ერთად წლებია ქველმოქმედებას ეწევა და აქციით “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს” არაერთ ადამიანს შეუმსუბუქა გაუსაძლისი ყოფა.

აკა თანამოაზრეებისთვის ძალიან სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

“საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!!!

დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის – Red Nose Day, საქართველოში ჩატარების ლიცენზია.

დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და რაც ყველაფერზე მთავარია – შეგროვილი ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ.

ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას. რა გიჟივით მიხარია ნეტავ იცოდეთ – 24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება, იმისთვის რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ.”

"სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!"