Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო თბილისში

ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო თბილისშიჟურნალისტ მაია ასათიანის გოგონას ნუცა მახვილაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისში მისივე სახელობის სამკითხველო გაიხსნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სამკითხველოს მოწყობის პროცესში მისი მშობლები – მაია ასათიანი და ირაკლი მახვილაძეც ჩაერთვნენ.

გიორგი კეკელიძე:

“მალე თბილისის მწვანე სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველოს გავხსნით.

მშობლებიც ჩაერთვნენ და, იმედია, ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. იმედი იმიტომაც მაქვს, რომ სხვა მშობლებთან, რომლებსაც ასეთი ტრაგედია დაატყდათ თავს, მაქვს გამოცდილება.”