Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინი წიკლაური დედა გახდა

ნინი წიკლაური დედა გახდამომღერალი ნინი წიკლაური დედა გახდა. მას პირველი შვილი შეეძინა. ნინიმ შვილის გაჩენა ამერიკაში გადაწყვიტა და საქართველოდან მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე გაემგზავრა.

ნინი წიკლაურის პატარა ნიუ იორში გაჩნდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილს საბა დაარქვეს.

ნინი წიკლაური თემო ტუღუშზე შარშან დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი თბილისში გადაიხადა. რჩეულის ვინაობას მომღერალი ქორწილამდე საგულდაგულოდ მალავდა.

ახალბედა მშობლები პატარა საბასთან ერთად უამრავ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს იღებენ.