Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნაირა გელაშვილი ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა

ნაირა გელაშვილი ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცაქართველი მწერალი ნაირა გელაშვილი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა.

წიგნის ბაზრობაზე მისი რომანის ,,მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება გაიმართა.

მწერალი ლაიფციგში მიიწვიეს, როგორც გამოფენის მთავარი მოვლენის – ე.წ. ,,ლურჯი სავარძლის” სტუმარი.

შეხვედრამ 40 წუთს გასტანა. გერმანელი მკითხველი დიდი ინტერესით უსმენდა ნაირა გელაშვილს, რომლის რომანიც წლევანდელი ბაზრობის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს.