Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“კრიმინალური ანსამბლი ჩეჩნეთიდან უსირცხვილოდ იპარავს ქართულ ცეკვას”

"კრიმინალური ანსამბლი ჩეჩნეთიდან უსირცხვილოდ იპარავს ქართულ ცეკვას"ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ამხელს იმ ანსამბლებს, რომლებიც ქართულ ცეკვას იპარავენ და ითვისებენ.

ამჟამად დავით ფოცხიშვილი ანსამბლ “ვაინახის” ამხელს ჩეჩნეთიდან, რომლებიც ქართულ ცეკვას ირაპავენ.

დავით ფოცხიშვილი:

“ამ ვიდეოში ნახავთ ჩეჩნების შესრულებულ ცეკვა “აჭარულს”, რომელსაც არც კი აცხადებენ, რომ ქართულია… მთლიანად ქართულ ცეკვებს უბერავენ…

ამ ანსამბლმა ეს სოლო კონცერტი ჩაატარა უკრაინაში გასტროლების დროს… მიხვდით ალბათ, რამხელა აუდიტორიის წინაშე გამოვიდოდნენ…

ლეგენდარული კრიმინალური ანსამბლი “ვაინახი” ჩეჩნეთიდან, რომელიც პირდაპირ უსირცხვილოდ იპარავს ქართულ ცეკვას და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოსდით, არ უხდებათ, იმიტომ რომ ეს მათ არ ეკუთვნით…. სირცხვილი ამ ანსამბლის ქორეოგრაფს და უფრო იდეოლოგს… მიზანი ნათელია, რაც უნდათ მაგრამ, ჩვენ ამას არ დაუშვებთ!

როდის იყო კავკასიაში ქართველის გარდა ცეკვავდა ცეკვა “ფარიკაობას? ან აჭარულს და ა.შ…. მიაწერე მაინც: ქართული ცეკვა აჭარული თქვენი დედა…

კონცერტის ბოლო აკორდზე დამიხედეთ! ჩემი ბაღის ცეკვის პედაგოგიც კი არ იკადრება ზეიმზე ბავშვების სცენიდან ეს ქინძივით გასვლას…

დავით ფოცხიშვილი ჩეჩნეთის სახელმწიფო ანსამბლ “ვაინახის” კონცერტის სხვა ჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელიც მოსკოვში ჩატარდა:

“ნამდვილი ქართველები არ შეწუხდებით ალბათ… კიდევ ერთი უნიკალური კრიმინალური მასალა, რომელსაც მსოფლიო უკვე აღიქვავს არა ქართულად, არამედ კავკასიურად…

ეს კონცერტი ჩატარდა მოსკოვში ჩაიკოვსკის ცნობილ დარბაზში, ეს არის იგორ მოისეევის იუბილე. აქ მოწვეული იყო ეს ჩეჩნეთის სახელმწიფო ანსამბლი “ვაინახი”, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ კონცერტს ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფები და ასევე პროდუსერები, სწორედ ამ კონცერტის შემდეგ 2 წელში ამ ანსამბლმა დაიწყო მოგზაურობა მთელ ევროპაში. ამ ცეკვაში, რასაც ესენი ცეკვავენ, 1 ნაწილი ძალიან ბევრი ქართულია, მეორე ნაწილში მთლიანად მოპარულია ქართული ცეკვა, ცერებზე სოლოები, მუხლებზე და ა.შ….

გააზიარეთ! და ყველა ენაზე მიაწერეთ რომ ეს ქართულია! როგორც “ზაზა ფაჩულია…”