Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს

თაკო გაჩეჩილაძე გაქურდესმომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც წელს საქართველოს უკრაინაში გამართულ ევროვიზია 2017-ზე წარადგენს, ქურდების მსხვერპლი გახდა.

ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა და დახმარებაც ითხოვა:

“სოს! სასწრაფოდ! თიბისი ბანკში არავინ მუშაობთ? საფულე მომპარეს და დაბლოკვა მინდა!”

თაკო გაჩეჩილაძე საქართველოში არ იმყოფება. ის საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა.

მომღერლის ინფორმაციით, ქურდობა პარიზში ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. თაკომ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.