Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს სასწაულია!”

"ეს სასწაულია!"ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია რამდენიმე კვირაა ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაშია მოთავსებული და აპარატზეა შეერთებული. მისმა მეგობრებმა მოუწოდეს საზოგადოებას, ილოცონ მისთვის, რომ ხელოვანმა გამოჯანმრთელება შეძლოს.

კომპოზიტორმა ნანა დაუშვილმა ზურა ვადაჭკორიას გულშემატკივრებისთვის მის ჯანმრთელობაზე ახალი ამბავი გაავრცელა:

“ჩემო მეგობრებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. ზურა ვადაჭკორიამ უკვე კრიზისი გადაიტანა, კიდურები აამოძრავა და რეაგირებს. ღმერთო, ეს სასწაულია. დიდება უფალს. ყველამ გავაგრძელოთ ლოცვა მისთვის.

ეს წყარო უტყუარია, შევიტყვე მედპერსონალისგან, რომლებსაც იმედი თითქმის არ ჰქონდათ. დიდება შენდა უფალო.”